მულა ომარი მოკლეს? - კვირის პალიტრა

მულა ომარი მოკლეს?

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურებმა "თალიბანის" ლიდერი მულა ომარი მოკლეს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ომარი ჩრდილოეთ ვაზირისტანში ააფეთქეს. თუმცა, "თალიბანის" წარმომადგენლების მტკიცებით, მულა ომარი ცოცხალია, ავღანეთშია და ახალ მოჯაჰედებს ამზადებს. 1996-2001 წლებში, სანამ ქვეყანაში ნატოს ძალები შევიდოდნენ, მულა ომარი ავღანეთის რელიგიური რეჟიმის ხელმძღვანელი იყო.