ტიმოშენკო დაპატიმრებას გადაურჩა - კვირის პალიტრა

ტიმოშენკო დაპატიმრებას გადაურჩა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დაპატიმრებას გადაურჩა. მისი განცხადებით, ის პროკურატურაში დაიბარეს და დაპატიმრებას მხოლოდ ევროპარლამენტარების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების ჩარევის შემდეგ გადაურჩა.

თუმცა ამას უკრაინის გენპროკურატურა უარყოფს. ტიმოშენკოს წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და კორუფციულ ეპიზოდებს მოიცავს. ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს.