მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს რომში შეხვდნენ.

ორივე ლიდერი რომში იტალიის გაერთიანების 150 წლისთავზე იმყოფებოდა. "ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარების საერთო ინტერესები განიხილეს.

"ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - იუწყება თეთრი სახლის ვებგვერდი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის ცნობით კი ბაიდენმა ისურვა, რომ 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.