ძალის გადამეტება ბასმაც შეამჩნია - კვირის პალიტრა

ძალის გადამეტება ბასმაც შეამჩნია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით: "26 მაისს პროტესტის გამომხატველთა შორის იყვნენ მოვლენების ძალადობრივი განვითარებით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ მეორე მხრივ, აქციის დაშლის დროს და მას შემდეგ, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

მინდა ყურადღება გავამახვილო ომბუდსმენის მიერ მოყვანილ ფაქტებზე, რომლებიც ეხება ადამიანების ცემას, როგორც უშუალოდ დემონსტრაციის დაშლის შემდეგ, ასევე დაკავების ადგილებში.." ჯონ ბასმა დასძინა, რომ შეწუხებულია აქციის დაშლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედით და ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო უწოდა ბრალდებებს, თითქოს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მისი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისთვის "მწვანე შუქი" იყო.