სად არის ბადრი ბიწაძე? - კვირის პალიტრა

სად არის ბადრი ბიწაძე?

საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ბადრი ბიწაძე ნამდვილად შეეცოდება - ადამიანი გაუჩინარდა და მისი ბედი არავის აღელვებს.

შსს ამტკიცებს, რომ ყოფილ მთავარ მესაზღვრეს არ ეძებს. მისმა მეუღლემ, ნინო ბურჯანაძემ კი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ ვიცი სად არის ბადრი ბიწაძე და არც მაინტერესებსო.

ბადრი ბიწაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება: ერთ-ერთის მიხედვით, იგი სომხეთში იმყოფება. თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ, ბურჯანაძის მეუღლე კიევშიაო. ამასობაში პროკურატურამ მის წინააღმდეგ პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და რაც ყველაზე უცნაურია, 100-ათასლარიანი გირაო ისე შეუფარდეს, ეს არც ოჯახს მოუთხოვია და არც ადვოკატს. ბადრი ბიწაძეს ფულის გადასახდელად 7 დღე მისცეს.