ოქრუაშვილის იაღლიში - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილის იაღლიში

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთის "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი იყო, "ქართველებმა არაერთხელ მისცეს კორიდორი". ოქრუაშვილის თქმით, ამის მომსწრე თავად არის, ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შს სამინისტრო, საქმის კურსში იყო სააკაშვილიც. ოქრუაშვილი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილმა ერთხმად დაადანაშაულეს.