"ქართული პარტია" იშლება - კვირის პალიტრა

"ქართული პარტია" იშლება

"ქართული პარტია" დატოვეს ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ და ლევან ჩიკვაიძემ. ეს არც ჟურნალისტებისთვის და არც "ქართული პარტიის" სხვა ლიდერებისთვის მოულოდნელი ამბავი არ ყოფილა - გაჩეჩილაძე და გუნცაძე მანამდეც არაერთხელ მიანიშნებდნენ, რომ ამ პარტიასთან აღარაფერი აკავშირებდათ.  პოლიტორგანიზაციიდან წასვლა მათ იმით დაასაბუთეს, რომ "ქართული პარტიის" ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეწინაღმდეგებოდა ოპოზიციის ერთიანობის კურსს. საპასუხო განცხადებაში სოზარ სუბარმა, ეროსი კიწმარიშვილმა, კოტე გოგელიამ და "ქართული პარტიის" სხვა ლიდერებმა წასულებს წარმატება უსურვეს.