ევროკავშირი პოლიტიკური კორუფციით შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

ევროკავშირი პოლიტიკური კორუფციით შეშფოთებულია

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტერმინი "ელიტური კორუფცია" ინტრიგანების მოგონილი არ არის. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიში გააცნო, სადაც ხაზგასმულია, რომ ოფიციალურ ბრიუსელს აღაშფოთებს კორუფცია პოლიტიკურ დონეზე.

ანგარიშში მითითებულია, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზია პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე სუსტი კონტროლი, შესყიდვებისა და პრივატიზაციის პროცესში ნაკლები გამჭვირვალობა, სუსტი ანგარიშვალდებულება მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვაში, ქონებრივი უფლებების არასათანადო დაცვა და მედიის დაფინანსებისა და მფლობელობის გამჭვირვალობის ნაკლებობა. დასავლეთმა მსგავსი შენიშვნა უკვე მერამდენედ მოგვცა, მაგრამ ოფიციალური თბილისი ამას ყურადღებას არ აქცევს.