გიორგი გეგეჭკორი დააწინაურეს - კვირის პალიტრა

გიორგი გეგეჭკორი დააწინაურეს

საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა.  შეგახსენებთ, რომ გეგეჭკორის წინამორბედი ვასილ სანოძე რამდენიმე კვირის წინ საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. უცნობია, უკავშირდება თუ არა გეგეჭკორის დაწინაურება 26 მაისის ტრაგიკულ მოვლენებს.