შსს-ს ჟურნალისტების პატივისცემისკენ მოუწოდებენ - კვირის პალიტრა

შსს-ს ჟურნალისტების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის"  შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი შინაარსის წერილი სასტუმრო "რედისონში" გამართული შეხვედრის მონაწილეებმა შსს-ს გაუგზავნეს. წერილზე ხელისმომწერნი შსს-ს სთხოვენ 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას და დაზიანებული ან ჩამორთმეული აპარატურის კომპენსაციას.

შეხვედრაზე აჩვენეს სტუდია ,,მონიტორისა" და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" მიერ გადაღებული 20-წუთიანი ფილმი, რომელშიც 26 მაისის ღამეს დაზარალებული ჟურნალისტები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან. შეხვედრას მედიის წარმომადგენლების გარდა პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია.