ჰოლივუდი თბილისში - კვირის პალიტრა

ჰოლივუდი თბილისში

შერონ სტოუნი საქართველოს ეწვია. ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" - პრემიერის ორგანიზატორები ჰოლივუდის ვარსკვლავის ვიზიტის დეტალებსა და დროს ასაიდუმლოებდნენ.

თუმცა, მეგავარსკვლავი ტელეკამერებმა მაინც დააფიქსირეს. თბილისის აეროპორტიდან ის მაშინვე სასტუმრო "რედისონში" გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, სტოუნს ყველა ვიზიტისას ერთი მთავარი მოთხოვნა აქვს - სასტუმროს იმ ნომერში დააბინაონ, სადაც სიგარეტი არასოდეს მოწეულა. როგორც ჩანს, "რედისონში" მსგავსი ნომერი გამოიძებნა. შერონ სტოუნს ფილმის პრემიერის დღეს პირადი დაცვა იცავდა, მის ესკორტს კი პატრული მიაცილებდა. მსახიობი ფილმის პრემიერას დაესწრო.

თავად ფილმში არ მონაწილეობს, თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერის ორგანიზატორებმა მიიჩნიეს, რომ მხოლოდ ენდი გარსია ფილმის რეკლამირებისთვის საკმარისი არ იყო. ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა ქართულ მხარეს შერონ სტოუნის თბილისში სეირნობა.