ტერაქტი 5.000 დოლარად - კვირის პალიტრა

ტერაქტი 5.000 დოლარად

საქართველოს შსს-ს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალელები - აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია - დააკავეს, რომელთაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერაქტის განხორციელება რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა დაუკვეთეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თამილა ბენია ამბობს, რომ რუსები მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანის სანაცვლოდ 5.000 დოლარს შეჰპირდნენ.