ბაღაფში ჯგერდაში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ბაღაფში ჯგერდაში დაკრძალეს

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი სერგეი ბაღაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, რუსი ექიმების ცნობით, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდები ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი სოხუმის ფილარმონიაში გაიმართა. დაკრძალვაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც იყო ჩასული. ბაღაფშს, სავარაუდოდ, ალექსანდრე ანქვაბი ან სერგეი შამბა შეცვლის.