სირიაში შეტაკებას 70-მდე კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სირიაში შეტაკებას 70-მდე კაცი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ჰამაში, დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის  შეტაკების შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ოპოზიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენეს. სირიის პრეზიდენტმა მანამდე პოლიტპატიმრები შეიწყალა და ამ გზით სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. თუმცა ოპოზიციამ ეს ნაბიჯი თავის გადარჩენის პოლიტიკურ მანევრად შეაფასა.