ხმელთაშუა ზღვაში ასობით ლტოლვილი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ხმელთაშუა ზღვაში ასობით ლტოლვილი დაიხრჩო

ხმელთაშუა ზღვაში ხომალდი ჩაიძირა, რომელსაც 770 ტუნისელი ლტოლვილი გადაჰყავდა. ტუნისის სანაპირო დაცვამ 570 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, სავარაუდოდ, 200 დაიხრჩო. ამ დრომდე დაუდგენელია, რა მიზეზით ჩაიძირა ხომალდი. ტუნისელი ლტოლვილები იტალიის კუნძულ ლამპედუზას, რომელიც ტუნისსა და სიცილიას შორის მდებარეობს, აფარებდნენ თავს. ტუნისში 2011 წლის იანვარში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ლამპედუზაზე ათასობით ლტოლვილი გადავიდა.