იემენის პრეზიდენტი დაჭრეს - კვირის პალიტრა

იემენის პრეზიდენტი დაჭრეს

იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის სასახლე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაცხრილა. ქვეყნის პირველი პირი კეფაში მსუბუქად დაიჭრა. სალეხის გარდა დაიჭრნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი და სხვა მაღალჩინოსნები. თავდასხმას 7 სამხედრო ემსხვერპლა. მოსახლეობისადმი აუდიომიმართვაში სალეხმა მომხდარში პოლიტიკური ოპონენტი შეიხი სადიკ ალ-ახმარი დაადანაშაულა. მისმა ჯარებმა შეიხის სახლს არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. იემენში ალი აბდულა სალეხის გადადგომის მოთხოვნით აქციები იანვარში დაიწყო, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.