ევროპაში ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს - კვირის პალიტრა

ევროპაში ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს

ევროპაში ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს. გერმანიაში ამ ინფექციით 17 ადამიანი დაიღუპა, 1500-ზე მეტი კი დაინფიცირებულია.

ინფექციის წყაროდ ჯერ ესპანური კიტრი, შემდეგ პომიდორი და სალათის ფოთლები მიიჩნიეს. თუმცა იტალიელმა მეცნიერებმა ვერ დაადასტურეს, რომ ნაწლავური ჩხირები ბოსტნეულის საშუალებით გავრცელდა.