სომალიში ბაზრისთვის იბრძვიან - კვირის პალიტრა

სომალიში ბაზრისთვის იბრძვიან

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში გამართულ ბრძოლებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი მძიმედ დაიჭრა. სამთავრობო ძალებმა აფრიკის კავშირის ძალების მხარდაჭერით, ალყაში მოაქციეს ისლამისტების ერთ-ერთი მთავარი ბაზა - ბაკარას ბაზარი.

ოფიციალური ხელისუფლების თავდაცვის მინისტრ აბდულჰაკიმ მუჰამადის განცხადებით, ბაზრის აღება მისი ჯარებისთვის პრიორიტეტია, რადგან ისლამისტები ქალაქს სწორედ ბაზრიდან უტევენ. მისი თქმით, ისლამისტებმა ბაზარში მოვაჭრეებს გადასახადები დააკისრეს და ამ გზით ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებენ. სომალიმ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა 90-იან წლებში შეწყვიტა. საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული ხელისუფლება მხოლოდ მოგადიშოს ნაწილს აკონტროლებს.