უგულავა Facebook-ზე - კვირის პალიტრა

უგულავა Facebook-ზე

თბილისის მერმა გიგი უგულავამ Facebook-ის საშუალებით ონლაინკონფერენცია ჩაატარა და საკმაოდ ბევრ კითხვას უპასუხა, მათ შორის - 26 მაისის მოვლენებზეც.

უგულავამ აღიარა, რომ 26 მაისს მთელ რიგ შემთხვევაში ძალის გადამეტება დაფიქსირდა. "რიგ შემთხვევებში იყო ძალის გადამეტება.

როცა სამართალდამცველებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ლეგიტიმური იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა ავადსახსენებელი მომენტი, როცა მანქანების კოლონა შევარდა და რამდენიმე პოლიციელი წაიქცა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელები დაიღუპნენ. მთელ მსოფლიოში ასეა, პოლიცია მძიმედ რეაგირებს პოლიციელების დაღუპვაზე. ძალის გადამეტების შემთხვევებიც, დაახლოებით 5-7 წუთი, სწორედ ამით იყო განპირობებული.

შემდეგ მინისტრის ჩარევა გახდა საჭირო, რათა ეს ემოციური მუხტი შეჩერებულიყო", - განმარტა უგულავამ და დასძინა, სამწუხაროდ, როცა ურემი გადატრიალდება, გზა მერე გამოჩნდება ხოლმეო.