სტოუნის წვეულებამ 1,5 მილიონი ლარი შეაგროვა - კვირის პალიტრა

სტოუნის წვეულებამ 1,5 მილიონი ლარი შეაგროვა

რუსთაველის თეატრში გამართულმა საქველმოქმედო წვეულებამ, რომელსაც ჰოლივუდის მეგავარსკვლავები შერონ სტოუნი  და ენდი გარსია ესწრებოდნენ, 1,5 მილიონი ლარი შეაგროვა.

წვეულებაზე მოსაწვევი 5.000-იდან 10.000 დოლარამდე ღირდა. ფული ქართველმა ბიზნესმენებმა გაიღეს. თანხას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ბიზნესასოციაცია გაუნაწილებს. შესაძლოა, საქველმოქმედო ფონდიც შეიქმნას.