გეითსი ნატოს დაშლას არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

გეითსი ნატოს დაშლას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლას არ გამორიცხავს. როგორც ბრიუსელში კონფერენციაზე გამოსვლისას გეითსმა განაცხადა, ალიანსში ლიბიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ერთი ნაწილი მხარს უჭერს ომს, მეორე კი მშვიდობიან მოლაპარაკებას. მისი თქმით, 60-წლიანი ალიანსი, რომელიც "დგას ბუნდოვანი მომავლის გზაზე", შეიძლება დაიშალოს.

გეითსმა ევროპის ლიდერები მუამარ კადაფის რეჟიმის დასამხობ ოპერაციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა. "ყოვლისშემძლე ალიანსი 11 კვირის განმავლობაში ცუდად შეიარაღებული არმიით იბრძვის და უკვე ამერიკისგან ითხოვს დახმარებას", - განაცხადა გეითსმა.