ინდოეთში ტერაქტებს 15 პოლიციელი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ინდოეთში ტერაქტებს 15 პოლიციელი ემსხვერპლა

შტატ ჩჰატისგარში ექსტრემისტებმა ზედიზედ სამი ტერორისტული აქტი მოაწყვეს. აფეთქებებს 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა მაოისტებმა აიღეს. ჩჰატისგარის შტატი მაოისტების ცენტრად ითვლება. ეს მოძრაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ინდოეთის ღარიბი მოსახლეობის უფლებების დაცვა.