სირიის არმიამ მეამბოხეებს შეუტია - კვირის პალიტრა

სირიის არმიამ მეამბოხეებს შეუტია

სირიის არმიამ აიღო ქალაქი ჯისრ-აშ-შუგური, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. სირიის ხელისუფლების მტკიცებით, მეამბოხეებმა ქალაქში 120-ზე მეტი პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლეს.

სირიელმა ჯარისკაცებმა მეამბოხეების ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს, დანარჩენებმა კი თავი იდლიბის, ბინიშის, ტაფტანაზისა და მაარეტ-ენ-ნუუმანის პროვინციებს შეაფარეს.

სირიაში არეულობა 2011 წლის მარტში დაიწყო, რასაც 1100-ზე მეტი მოქალაქე და 250-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი შეეწირა.