აშშ-ის საელჩო "მედიაპალიტრაში" არსებული ვითარებით დაინტერესდა - კვირის პალიტრა

აშშ-ის საელჩო "მედიაპალიტრაში" არსებული ვითარებით დაინტერესდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის შესვლის შემდგომ არსებული ვითარებით დაინტერესდა.

საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი ერიკ ჰოლმგრენი ჰოლდინგის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ამერიკელმა დიპლომატმა არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სწორედ მათგან მიიღო. საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ოფიცერმა დაათვალიერა "მედიაპალიტრის" სხვადასხვა რედაქცია და გაეცნო მათ მუშაობას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "მედიაპალიტრას" საელჩოს სხვა წარმომადგენლებიც ეწვევიან.