"რვიანში" აზრთა სხვადასხვაობაა - კვირის პალიტრა

"რვიანში" აზრთა სხვადასხვაობაა

ოპოზიციურ "რვიანში" აზრთა სხვადასხვაობაა. კერძოდ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ "რვიანის" სამოქმედო გეგმა აქციებსაც ითვალისწინებს. ამას "ახალი მემარჯვენეების" გაღიზიანება მოჰყვა.

დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ "ახლები" აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოგვიანებით, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ლევან გაჩეჩილაძე "რვიანში" მიიპატიჟა, რასაც გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანების სხვა სუბიექტების პროტესტი მოჰყვა.  "რვა პოლიტიკური პარტია არის კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკების ფორმატში არსებული გაერთიანება. შესაბამისად, შეუძლებელია სხვა პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ კერძო პირების შემოერთება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.