"რვიანს" მინუს შალამბერიძე - კვირის პალიტრა

"რვიანს" მინუს შალამბერიძე

გაზეთ "ვერსიისთვის" ალექსანდრე შალამბერიძის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ "რვიანში" აჟიოტაჟი გამოიწვია. შალამბერიძის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" ხელს უშლიდნენ სამოქალაქო აქტივობებს. კითხვაზე, - ერთი უჩავა "რვიანსაც" ხომ არ ჰყავსო, შალამბერიძემ უპასუხა, რომ თავს ვერავისზე დადებს.

საპასუხოდ, გიორგი თარგამაძის თანაგუნდელებმა შალამბერიძისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. "ხალხის პარტიის" წევრმა ჯერ ყველაფერი ჟურნალისტის ინტერპრეტაციას გადააბრალა, შემდეგ კი შეცდომა აღიარა და "ხალხის პარტია" დატოვა. "მიმაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ინტერვიუზე უნდა ავიღო პირადად მე. ეს არის ჩემი შეცდომა", - განაცხადა შალამბერიძემ.