გაუგებარი ინდივიდუალიზმი - კვირის პალიტრა

გაუგებარი ინდივიდუალიზმი

"ახალი მემარჯვენეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემოზე შეთანხმების მისაღწევად ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც გამოიყენებენ.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, - თუ ინდივიდუალურად შეიძლება ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა, რაღა საჭიროა "რვიანი". ჩნდება ეჭვიც, ზოგიერთი პარტია მიიჩნევს, რომ "რვიანმა" თავი ამოწურა და ფორმატიდან გაქცევა სურს. უმრავლესობა ელვის სისწრაფით გამოეხმაურა ზემოხსენებულ განცხადებებს და მზადყოფნა გამოთქვა, კონსულტაციები "რვიანის" წევრებთან ინდივიდუალურ რეჟიმში გამართოს.