ფინანსებიდან ფოსტაში - კვირის პალიტრა

ფინანსებიდან ფოსტაში

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა დატოვა და "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს, მინისტრად კი მისი მოადგილე დიმიტრი გვინდაძე დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, კახა ბაინდურაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ფინანსთა მინისტრი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ბაინდურაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა ექსპერტების აზრით, ბაინდურაშვილი, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსის გამო მოხსნეს.

კერძოდ, რევოლუციურად მონათლულ კოდექსში უამრავი ხარვეზი აღმოჩნდა. რაც შეეხება გვინდაძეს, ექსპერტები მას კარგ პროფესიონალად მიიჩნევენ. კახა ბაინდურაშვილი "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ჯორბენაძეს შეცვლის.