მეწყერმა 105 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

მეწყერმა 105 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში, მდინარე იანცზის რაიონში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაკარგულად მიიჩნევა.

შვიდი პროვინციიდან 555 ათასი ადამიანია ევაკუირებული. წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის ჩინეთის არმიაა მობილიზებული. ჩინეთში კოკისპირულმა წვიმებმა ორი დამბა დაანგრია, შედეგად ორი ქალაქი და 12 სოფელი წყალმა დაფარა.