ვანუატუმ გაგვახარა - კვირის პალიტრა

ვანუატუმ გაგვახარა

ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია-აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, 17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრესრელიზი, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დღევანდელი მთავრობა არ ცნობს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. "აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვანუატუს დღევანდელი მთავრობის პოზიციას, რომ ვანუატუს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ზურაბ ალექსიძემ.