პან გი მუნს მეორე ვადით აირჩევენ - კვირის პალიტრა

პან გი მუნს მეორე ვადით აირჩევენ

გაეროს უშიშროების საბჭომ ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პან გი მუნის მეორე ვადით არჩევას მხარი ერთხმად დაუჭირა.

შესაბამისად, გაეროში მიიჩნევენ, რომ 21 ივნისს დაგეგმილ არჩევნებზე მუნს გენმდივნად უპრობლემოდ აირჩევენ. სამხრეთკორეელი დიპლომატი გაეროს გენერალურ მდივნად 2001 წლის 1-ელ იანვარს აირჩიეს. ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ის ამ პოსტზე 2016 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს.