პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა

ყოვლადწმინდა სამების ლავრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.

საძირკვლის კურთხევამდე უწმინდესმა შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს, რომ აშენდება ტაძარი წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის სახელზე.

ტაძარში იქნება ორი - წმინდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირისა და წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის ტრაპეზი. პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი 11 წელი ბრძანდებოდა აფხაზეთის მიტროპოლიტი და მან ეს წოდება აღიდგინა.

უწმინდესმა დალოცა ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ტაძრის საძირკვლის კურთხევას წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, მრევლი და აფხაზეთიდან ჩამოსული შვილმკვდარი დედებიც ესწრებოდნენ.

როგორც ტაძრის არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ეს იქნება პირველი ტაძარი, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სახელზე აშენდება.