ევროკავშირი 26 მაისის მოვლენებით დაინტერესდა - კვირის პალიტრა

ევროკავშირი 26 მაისის მოვლენებით დაინტერესდა

ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის ფარგლებში 26 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა თავის განცხადებაში აღნიშნა: "შეხვედრაზე განიხილება ასევე ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების საკითხი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით".

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგი ბრიუსელში გაიმართება.