ეუთო მედიას მხარს უჭერს - კვირის პალიტრა

ეუთო მედიას მხარს უჭერს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პეტროს ეფთიმიუსმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ეუთო მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას, ჟურნალისტების დაცვას, საარჩევნო სისტემის სრულყოფას და ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას.

ეფთიმიუსი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ქართული მხარე დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია, ეუთოს მისიამ უახლოეს მომავალში მუშაობა განაგრძოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.