"მედიაპალიტრას" საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია - კვირის პალიტრა

"მედიაპალიტრას" საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია

"საქართველოში აშშ-ის საელჩო "მედიაპალიტრის" ფინანსური შემოწმების პროცესს დააკვირდება", -  ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქენთ ლოგსდონმა "მედიაპალიტრაში" სტუმრობისას განაცხადა.

ქენთ ლოგსდონთან ერთად, "მედიაპალიტრას" სტუმრობდნენ საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი ერიკ ჰოლმგრენი, საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე მაიკლ ჰარვი და სხვა პირები. საელჩოს წარმომადგენლები გაეცნენ მედიასაშუალებების მუშაობას, შეხვდნენ  მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია "მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმების შესახებ.

"მთელი საელჩოს სახელით მინდა გითხრათ - მოხარული ვარ, რომ დღეს "მედიაპალიტრას" ვესტუმრეთ. რაც ვნახეთ, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. აქ არის გაზეთები, ჟურნალები, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ინტერნეტტელევიზია. ნათელია, რომ "მედიაპალიტრა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მედიასივრცეში. ჩვენ გავაგრძელებთ  დაკვირვებას იმ პროცესებზე, რომელიც "მედიაპალიტრაში" განვითარდება, გვექნება კონტაქტი ხელმძღვანელობასთან და შევეცდებით, ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო იყოს", - განაცხადა ქენთ ლოგსდონმა (ვრცლად იხ.გვ. 3).