თბილისში წყალზე რიგები იყო - კვირის პალიტრა

თბილისში წყალზე რიგები იყო

კოკისპირულმა წვიმამ დააზიანა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატები მწყობრიდან გამოიყვანა.

ადიდებულმა მდინარე გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის მონაკვეთი მოშალა და წაიღო. შედეგად წყალმომარაგება შეუწყდა გლდანის, თემქის მრაიონებს, სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს, გურამიშვილის გამზირს, ლოტკინის მთას, კუკიისა და ლოტკინის ქვედა დასახლებას, ნაძალადევს, სვანეთის უბანს;

ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს; ელიასა და ავლაბრის ნაწილს, მეტრომშენს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას. მოსახლეობა წყალს მაღაზიაში ყიდულობდა, თუმცა, ბოლოს იქაც გამოილია. ონკანებთან უზარმაზარი რიგები დადგა. მოსახლეობა იმანაც შეაშფოთა, რომ თუ წვიმამ ქალაქი ასეთ დღეში ჩააგდო, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ელის ოდნავ სერიოზული სტიქიისას.