სტიქიამ 6 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

სტიქიამ 6 კაცი იმსხვერპლა

რიკოთის უღელტეხილზე სტიქიამ 6 კაცი იმსხვერპლა. მდინარეების ადიდების შემდეგ მოვარდნილმა ღვარცოფმა სასადილო "რიკოთულა" წაიღო.

დაიღუპნენ თამაზ გაგნიძე, ნათელა სარიშვილი, მარინა ჩილინდრიშვილი, რუსლან ცერცვაძე, ციური კორკოტაძე და ვარა ფოფხაძე. მაშველებმა თამაზ გაგნიძის ცხედარი სურამში იპოვეს, ციური კორკოტაძისა და ვარა ფოფხაძის ცხედრები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

ღვარცოფმა დააზიანა ასობით სახლი, მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი და შინაური ფრინველი. შედეგად, ხანგრძლივად ბლოკირებული იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. მთავრობის ოფიციალური ცნობით, ზარალმა დაახლოებით 14 მილიონი ლარი შეადგინა (ვრცლად იხ. გვ. 14).