გომბორის გზა მეწყერმა წაიღო - კვირის პალიტრა

გომბორის გზა მეწყერმა წაიღო

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც, ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა წაიღო. გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ დადიოდნენ.

გზის რამდენიმე მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათო იყო სიარული. ვაზიანი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რვა თვის წინ საზეიმოდ  გახსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მაშინ პრეზიდენტს "გარანტია მისცა", რომ გზას ათი წელი პრობლემა არ ექნებოდა.