ნაგავი დენს მიაბეს - კვირის პალიტრა

ნაგავი დენს მიაბეს

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დასუფთავების მომსახურების გადახდის წესი შეიცვალა. საკითხი  სხდომაზე 34 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ახალი სისტემით დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ მოხმარებულ კვტ/სთ-ზე  5 თეთრი იქნება. ტარიფი მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, კანონში "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" განსაზღვრულია, რომ დასუფთავების მოსაკრებელი სულზე უნდა იყოს არა უმეტეს 3 ლარისა. ოპოზიციის აზრით, საკრებულოს გადაწყვეტილება ამ კანონს ეწინააღმდეგება.

თბილისის მერის ლოგიკით კი ეს სოციალურად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან თბილისში ბევრი ბინა დაკეტილია და მათ მეპატრონეებს მაინც უწევდათ დასუფთავების გადასახადის გადახდა (ვრცლად იხ. გვ. 5).