ინციდენტი ისანში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ისანში

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები ისანში ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, როდესაც მათთან მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ინგა გრიგოლიას განცხადებით, მათ უთხრეს, რომ უბანი ხვიჩა სანაიასია. გრიგოლიამ ისანი-სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხვიჩა სანაია ტელედებატებში გამოიწვია და განაცხადა,„რომ "ნაციონალებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებას ტერორის სახე მისცეს".