სრული სვლით ქუთაისისკენ - კვირის პალიტრა

სრული სვლით ქუთაისისკენ

პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც 2012 წლისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრება.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს იმ არგუმენტით ეწინააღმდეგებოდა, რომ მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. უმრავლესობა აკაკი ბობოხიძემ დაამშვიდა, ასეთი ქვეყნები სამხრეთ აფრიკა, ჩილე და ბოლივიააო. კამათი ხარჯებმაც გამოიწვია.

უმრავლესობის მტკიცებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა ბიუჯეტს 57 მილიონი ლარი დაუჯდება. ოპოზიცია კი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამისთვის სულ მცირე 100 მილიონი ლარის გაღება მოუწევს.