მორიგი მსხვერპლი ავღანეთში - კვირის პალიტრა

მორიგი მსხვერპლი ავღანეთში

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო, რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გოგუაძე  III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰილმენდის პროვინციაში მსახურობდა.

ის თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს. ექსპერტების შეფასებით, ავღანეთში ე. წ. ნარკომოსავლის აღების დროა და გახშირდა კოალიციურ ჯარებზე თავდასხმა. ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, გოგუაძესთან ერთად რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა და ზოგიერთს კიდურების ამპუტაციაც კი დასჭირდა (ვრცლად იხ. გვ. 9).