რუსეთი აფხაზეთში ჯარებს გაზრდის - კვირის პალიტრა

რუსეთი აფხაზეთში ჯარებს გაზრდის

რუსული მედიის მტკიცებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთი აფხაზეთში ჯარების რიცხოვნობას 2,5-ჯერ გაზრდის.

ამ ცნობამ თბილისში მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

პარლამენტის სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ თუ ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურდა, საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობის საკითხს უნდა გადახედოს. თარგამაძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაეთანხმა. პარლამენტმა საგარეო უწყებას სთხოვა, გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და საკანონმდებლო ორგანო საქმის კურსში ჩააყენოს.