"თრიალეთი" "აგვისტოს 5 დღის" ავტორებს უჩივის - კვირის პალიტრა

"თრიალეთი" "აგვისტოს 5 დღის" ავტორებს უჩივის

ტელერადიო კომპანია "თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის კინოფილმ "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორს, რენე ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის.

"თრიალეთი" აპროტესტებს ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდს, რომლის მიხედვით თითქოს უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ტელეკომპანიაში მასალის მიტანას, მაგრამ შენობა დაკეტილი ხვდებათ. რეჟისორი კადრში აჩვენებს "თრიალეთის" ლოგოს და ჯაჭვით დაკეტილ კარს. "თრიალეთი" აცხადებს, რომ ტელეკომპანიის კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ იქ იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი გადასცემდა ახალ ამბებს.

"ხელისუფლება სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მისთვის მიუღებელია", - აცხადებს "თრიალეთის" ხელმძღვანელობა.