იაპონიამ ზარალი დაითვალა - კვირის პალიტრა

იაპონიამ ზარალი დაითვალა

იაპონიის მთავრობის მონაცემებით, 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ქვეყანას სულ 210 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. დაზარალებულ რეგიონად აღიარეს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთი.

ამ მონაცემებშია ის ზარალიც, რაც იაპონიას ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმას" ავარიის გამო მიადგა. 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა 23 ათას კაცს გადააჭარბა.