უშედეგო სამიტი - კვირის პალიტრა

უშედეგო სამიტი

ყაზანში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი სამიტი უშედეგოდ დამთავრდა. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იმედოვნებდა, რომ ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებზე იმსჯელებდნენ და ე. წ. საგზაო რუკაზეც შეთანხმდებოდნენ. თუმცა, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა მხოლოდ აზრები გაცვალეს. პროგრესის არარსებობის მიზეზი ის არის, რომ მხარეებს დათმობაზე წასვლა არ სურთ და მსგავსი სამიტები მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.