პერუში არეულობაა - კვირის პალიტრა

პერუში არეულობაა

პერუს ქალაქ ხულიაკაში მოსახლეობამ მთებში ვერცხლის მოპოვება გააპროტესტა, რაც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აიმარის ტომის ინდიელები.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინდიელებმა აეროპორტში შეღწევა სცადეს. პერუს პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც 3 კაცი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.