დაკავებულები გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

დაკავებულები გაათავისუფლეს

26 მაისის მოვლენების დროს იმ დაკავებულებს, რომელთაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, იზოლატორში ყოფნის ვადა ამოეწურათ და გაათავისუფლეს.

მათ შორის არიან სოსო ჯაჭვლიანი, მურმან დუმბაძე და "სახალხო კრების" სხვა მხარდამჭერები. სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია, რადგან დაკავების დღიდან შიმშილობდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მურმან დუმბაძე კი, რომელიც სასჯელს თელავში იხდიდა, აუტანელ პირობებზე ჩივის. მისი მტკიცებით, დაკავებულებს სამართალდამცავები კი არ სცემდნენ, აწამებდნენ (ვრცლად იხ. გვ. 7).