ნათელაშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს - კვირის პალიტრა

ნათელაშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საერთო-ეროვნული იმპიჩმენტის გამოცხადებას გულისხმობს.

პირველი ხელმოწერა დოკუმენტზე თავად მთავარმა ლეიბორისტმა დააფიქსირა. ნათელაშვილის აზრით, იმპიჩმენტის მოთხოვნაზე პარტიების პოზიცია ნათლად წარმოაჩენს, ვინ არის რეალური ოპოზიციონერი, ვის სურს ხელისუფლების ''შეცვლა და 'ვინ თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს.