"რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხეთ" - კვირის პალიტრა

"რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხეთ"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ახალგაზრდებს ურჩევს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ ინტერნეტსა და ტელევიზიას და მეტი იკითხონ.

უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა: "წიგნები უფრო ღრმა, დიდ ანალიზს შეიცავს და მათგან დიდი ცოდნის მიღება შეიძლება. ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირადი, საოჯახო ბიბლიოთეკის შექმნასა და გამდიდრებაზე. გირჩევთ, რამდენიმე ოჯახმა ლიტერატურული საღამოები მოაწყოთ. ეს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოგცემთ. რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხეთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, მოთმინება, გული გონიერი, ცოდნა და რწმენა".